რა არის სიყვარული
მესტუმრა სევდა ფიქრების მიღმა ვიღებ კალამს და ვწერ სტროფებს მე უშნეობა მეტკინა ძლიერ მაგრამ ეს ტკივილი ვერ მოკლავს გრძნობებს თამაბაქოს კვამლში გამომეცხადა შენი ლამაზი თვალები გიშრის და გამახსენდა ყოველი წუთი ... ზაფხულის სიო თმებს როგორ გიშლის რამდენჯერ შენზე ფიქრებში ღამეს ზურგი ვაქციე, ვატკინე გული ნეტავ ერთხელაც თუ გიფიქრია რატომ დამირჩა მე ობლად სული.. მე სევდას ისევ მივყვები იცი? მივდივართ სტუმრად გრძონობების სახლთან დარდი მომაწვა, იმდენად უკვე ვეღარ ვჩერდები უგულო ხალხთან მე "გალას" ლექსებით გასწავლი გრძნობას მეფის ნაწერი მუზაა ჩემთვის ... მე "თერგის" დინებას ვუცხადებ ნდობას ჩემს ფიქრებს მისი ტალღები გეტყვის... ნეტავ რა დამრჩა სათქმელი შენთვის? დრო მიქრის, მაგრამ,ვერაფერს მშველის.. ისევ შევხებით ოდესმე ალბათ მე კი იქამდე "გრანელი" მელის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი