მასწავლებლისთვის ლექსი
მადლობას გიძღვნი, მუშაკო, ამის გამო ვსთქვი ლექსია. მასწავლებელის ბედზედა მრავალჯერ დამიკვნესია. ღმერთმა გიკურთხოს მარჯვენა, თესლი კეთილი სთესია! თანამოძმენიც გიცოცხლოს, ვინაც გიდგანან გვერდშია! რა ვუყოთ, მასწავლებელი დღეს არა ფასობს ჩვენშია! თუმცა ხსნა ჩვენის ერისა მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია. სული გასუქდეს ბევრით სჯობს, ვიდრე გასუქდეს ლეშია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი