ღამეში დავკარგე პასუხი რომელიც მზეს უნდა ეთქვა


ღამის სამი ლუდის სმაში გავაგორე მთელი ღამე,
ღამე ბარში წითელ ზმანში ეგონა რომ მქონდა რამე.
ღამით ნაცნობ ქუჩას იქნებ თვალი წამით მოვკრა სადმე,
ან ნაცნობი პიროვნების ზურგი ვნახო იქნებ სადმე.

აბნეული სულიერი მოდის თხოვნით შებმას ცდილობს,
გაცილებით გავცილდები არ გავსინჯავ გულში ვფიქრობ.
მაგრამ ჟამი გონებაში ბნელი ფიქრი შემოიჭრა, რაც კარგი და მოსაწონი ყველაფერი წამს დამიფრთხო.
გადარჩენის აბსურდულმა ძლიერ ფიქრმა კვლავ წამიღო, ვითარც შანსი ბოლო ღერი რომ მოვთხოვე ამომიღო...


სიბნელეში სილუეტი ვიცი რომ მე მელოდება, ჩემი შავი ფიქრის ზღვანი თითქოს იცის გეგონება.
მოგონება იქ ნანახზე დაკარგულზე გაოგნება, გავაყოლე ღამის ქარებს აღარ მინდა გაგონება.

მივქრივარ და ხელებს ვუშვებ
ფიქრებს, გონებიდან ვუშვებ
სიზმრებს, კოშმარს დაუვიწყარს 
ყოველ ღამით კვლავ მაუწყებს.

ღამის ცენტრუმს გადავყურებ ვით ღამურა დაკარგული,
ამ ხმაურის სიჩუმესთან ვზივარ ჩუმად განაბული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი