მე რომ არ ვიყო
მე რომ არ ვიყო და არ ვცოცხლობდე, არაფერიც არ დაშავდებოდა, მაგრამ ეს ღამე გაუსაძლისი არ გახდებოდა ა ვარსკვლავებიც ასე ღრმად ვეღა ჩაიძინებნენ... ვერავინ თითქმის ვერ შეიტყობდა მთვარის ვერცხლისფრის ციდან დაცვენას გამხმარ ფოთლებად და ვეღარავინ ისეირნებდა მთის მწვერვალებზე... მე რომ არ ვიყო, შენ ხომ ასეთი არ იქნებოდი - ერთადერთი და უსაყვარლესი... ვერ მიხვდებოდი, რომ ხარ ოცნება უსადავესი - რომელიც მხოლოდ შენი ერთი ნახვით სრულდება. დავდივარ მარტო და დღეები არ მიბრუნდება. ვის დაუძახონ მწვერვალებმა განთიადისას - მე რომ არ ვიყო? და ვინ დარჩეს ჩრდილებთან ღამით, სადაც მოისმის ცოდვიანთა ჩურჩული ჩქარი და საოცრების მოლოდინით კანკალებს კარი!.. და მე კარს ვაღებ, ვეგებები აისთან ერთად იმ საოცრებას, რასაც ახლა სიცოცხლეს ვარქმევ. მე რომ არ ვიყო - არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ დღეიდან თავს არყოფნის უფლებას ვართმევ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი