დამლაგებელი ქალის ნაამბობი
ცხოვრება - პანიკური გამოხედვაა აირწინაღის შუშებიდან, საპროტესტო პლაკატებზე დაწერილი სიტყვებია ცხოვრება... ჩვენი ფიქრი იფანდება ექიმების გაურკვეველ ხელწერაში... ვისაც დარჩენა უნდა, კი არ ცხოვრობს, ვისაც დარჩენა უნდა, იბრძვის მეტისთვის. იცით, დიდი ხანია არ შევხვედრივარ სახურავებზე მცხოვრებ გარეულ მტრედებს. დიდი ქალაქების ფართო მოედნებზე დაყრილმა იაფმა ხორბალმა მიიზიდა ისინი, როგორც ადამიანები. იქნებ სახლების სიცარიელემ შეაშინა ნაცარა მტრედები... ცხოვრება - თეთრი პურის ნაჭერია, რომელიც უჭირავს ჭუჭყიან ხელში მათხოვარ გოგონას... უსახლკარო კაცის ჯანმრთელობაა ცხოვრება. ამ ქალაქის პარკებში, ძონძებში ჩაცმული ოქროსკბილებიანი ბოშები დადიან და რუსულად, მკითხაობენ ხელისგულზე. აზერ მუსაოღლუ, აზერბაიჯანულიდან თარგმნა: კარაგაშოღლუმ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
საინტერესოა👍🏼👍🏼👍🏼