წუთისოფლის ფოტოსურათი


უზარმაზარი, ხელოვნური ღიმილები,
რომლებსაც ვხვდებით ყოველდღე სარეკლამო ფარებზე, 
გზის პირას მდგარი ჭადრების
მოჭრილი ტოტების სიმახინჯე...
ასფალტზე დახაზული საქვეითო გადასასვლელების
გაცვეთილი დაღლილობა და 
გაჩერებაზე ყურსასმენებით მდგარი გოგონას
პოზაში ასახული მარტოობა -
წუთისოფელის ფოტოსურათია...

თარგმნა: კარაგაშოღლუ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი