Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_5vnjnsopm9fm8vdilll87hsegp, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სიჩუმის ფოტოსურათი - აზერ მუსაოღლუ | პოეზია

სიჩუმის ფოტოსურათი


ფეხსაცმელების დაღლილობა,
რომლებიც ელოდებიან პატრონებს, 
მეჩეთის შემოსასვლელ კარებთან...
გახუნებული ფრესკები
ეკლესიების კედლებზე,
ხმაურიანი ბავშვების შუადღის ძილი, 
მაცივრის ხანმოკლე დუმილი,
წარმავლობა, რომელიც იკითხება
პორტრეტების მზერაში სასაფლაოზე და
კოსმოსიდან გადაღებული დედამიწა-
სიჩუმის ფოტოსურათია...

თარგმნა: კარაგაშოღლუ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი