მარტოობის ფოტოსურათი


უძილობა გოგონას თვალებში,
რომელიც დილაადრიანად ღამის პერანგში,
სიგარეტს ეწევა აივანზე,
მკრთალი ლაქა, კაფეში, ერთკაციან მაგიდასთან
მჯდარი მამაკაცის კოსტიუმზე.
ჩუმი, უსიტყვო სევდა ეზოსი, -
სადაც იკრიბებიან გამხდარი კატები და...
ვადაგასული, ორკაციანი ბილეთები,
წიგნის გვერდებს შორის -
მარტოობის ფოტოსურათია...

თარგმნა: კარაგაშოღლუ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი