სავსემთვარეობა


უკუნით ღამეს თან ახლავს სევდა,
მიზეზი ისევ უცვლელი დარჩა,
ათი წელია ბრძოლაში მრევდა,
ამაო ყოფილა ამისთვის გარჯა.

ფუჭი აღმოჩნდა ყოველი ფიქრი,
მე გამეტებით ვცდილობ დაწევას,
ეტლებშებმული მიჰქრი და მიჰქრი,
უმზერ კიდევ ერთ ამ ჩემ დაცემას.

სულ სხვა მხარეში გადაკარგული,
ფიქრები მაინც თბილისს ვერ ცდება,
რომ ვიცი სადღაც ჩემი ნატრული,
იძინებს, მე ძილი მეკარგება.

ო, როგორ ბნელა ახლა ეზოში,
და თან ხვალ დილით რამდენი საქმეა,
ბედკრულთა უბნის სამეზობლოში,
დილა არ დგება - მუდამ ღამეა.

ღმერთო, რა ბნელი ღამეა გარეთ,
იქნებ ბოლოჯერ ვფიქრობ მე მასზე,
ჩემად მჩაგვრელზე და თან ტირანზე,
სამოთხეზე და გრაალის თასზე.

სულაც დავთმობდი სიცოცხლეს ჩემსას,
თუმც დასათმობი მაქვს უკვე აღარ,
ისედაც შენია ჩემი სიცოცხლე,
დავდე თავი და ვიგრძენი დაღლა.

რომ შემოდგომას იფეთქოს მიწამ,
და ბროწეულის ტოტების ჩრდილში,
მაჩუქა ხილვა ლურჯფერმა იმ ცამ,
მაგრამ ვერ მივხვდი ცხადში თუ ძილში.

იქ მე შენ გნახე, მკლავებგაშლილი,
მზეებრ სხივებზე ბრწყინავდა კანი,
და გამახსენდა ვიყავ შეშლილი,
იმ დღეს და საათს როს გაგიცანი.

ხატება შენი ჯერაც თვალთ მიდგას,
ფხიზელს ან თუნდაც სიზმარს ვხედავდე,
მხოლოდ იმიტომ მინდა სიცოცხლე,
ამ სიტყვების თქმას კიდევ ვბედავდე.

მე მენატრება შენი სურნელი,
მაგრამ დრო ნელა მასაც კი აქრობს,
ეს მოგონება ჩემზე მზრუნველი,
ათი წელია მახრჩობს და მახრჩობს.

არ შემიძლია გავუძლო ტალღებს,
რომელიც ცდილობს მარად ჩემ ჩაბმას,
მეც ხომ კაცი ვარ, თან ხორციელი,
ან ხომ არ ვგავარ მდინარის დამბას.

შენ კი იძინე ჩემო უბანო,
ნუღა იდარდებ შენ ჩემ დარდებზე,
მხოლოდ შენ დარჩი ურვის უფალო,
დილით ვუცქიროთ ცრემლებს ვარდებზე.

ასეთი ღამე არ იყო ასი,
ასეთი ღამე არც ათასია,
მშვიდად იძინე ჩემო ძვირფასო,
ჩემო ჯიბლაძე ანასტასია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი