უკანასკნელი მეომარი


ჩვენთვის უცხო ღმერთს საუკუნეა,
ვეთაყვანებით თანაც ვადიდებთ,
ძველი ღმერთები კვლავაც გიხმობენ
თუმცა თქვენ მათ ხმას ჯერაც ვერ იგებთ.

კერპად დავისვით უცხო მოდგმის ყმა,
და დავივიწყეთ ზესკნელი ჩვენი,
ყური რომ ვუგდეთ უცხო ღმერთის ხმას,
მუხლზე ვაჩოქეთ ამაყი ძენი...

ჩემი ერი კი დღემდე ბრმა, 
თუმცა არაა ის თქვენი მონა,
და მეომარო შენ რაღას უცდი,
ადექ დაიჭი ისართა კონა.

და მეომარო შენ რაღას უცდი?
რა გაქვს შენს სისხლზე დიდი სამყოფი?
ცეცხლსაც მიეცი უცხო ნაყოფი!

და მეომარო შენ რაღას უცდი?
ისარს მოუკალ წყურვილი სისხლის!
სულეთის ღმერთი ამაყად გიცდის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი