უსახელო 9


ბნელეთით მოცულ ნისლიან ტყეში,
თოვლიან გზაზე მიყვები სხივებს,
ეკლიანი გზა საბედისწერო,
შენი დარდების ტბაში ტივტივებს.

მზეც კი აღარ ჩანს ღრუბელთა დასმა,
ბოლოჯერ შეკრა ფერხული ზეცის,
სიცოცხლის გზაზე ლამპიონივით,
წინაპართ ხმები ჯერაც რომ გესმის.

მათი ხმა გიბიძგებს მოქმედებისკენ,
გულში კვლავ გედოს ზნე სამამაცო,
მკლავ გაიმაგრე და იშვირე მზისკენ,
იბოძე ძალი ეს საარმაზო.

წყვდიადის მოციქულთ გარემოცვაში,
მხოლოდ შენა ხარ სიწმინდის მცველი,
დაე იყავი სატანის კლანჭისთვის,
კოპალას ლახტით სიცრუის მწველი.

და გაიხსენე წარსულის გმირნი,
ვინც სამშობლოსთვის თავი გაწირა,
ვინამც დაღვარა ღვთიური სისხლი,
ვინც მტრის ცოლ-შვილს ცრემლი ადინა.

ბნელეთის ტყეებს თავ დააღწიე,
გაინავარდე მწვანე მდელოზე,
და წინაპართა ნატერფალებზე,
შენი ღმერთების რისხვას ელოდე.

შენ ხარ ხატება შენი მიწისა,
შენ ხარ კოპალას ცეცხლის ლახტი,
არმაზის თვალი, ბარბალეს ბაგე,
მორიგე ღმერთის ოქროს ტახტი.

შენ ხარ ღმერთების ხორციელ ხატი,
შენს თვალში ნავარდობს ვარსკვლავთა საძმო,
შენს ძარღვში მოშჩქეფს მტკვარი-არაგვი,
და ეს ყოველივე არ უნდა დათმო.

ჩახედე თვალებში წარსულს და აწმყოს,
შემდეგ მომავალს უთხარი მედგრად,
დაე ბუნებამ, სამყარომ ნახოს,
რომ მომავალი თვით მხოლოდ შენ ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი