უსახელო 10


გულფეთვისგან თან დაღლილი,
თან ცრემლებში მე ჩაღვრილი,
ავბედისგან დაჩაგრული,
ჭრილობებზეც თან მარილი.

თვალები კი ამოთხრილი,
ართავოზის შავ-მანდილი,
თავის დაღწევის სურვილი და,
დაუსრულებელი წადილი.

თითქოს მზეც კი შთანთქა ბნელმა,
და წყვდიადმაც თითქოს ნელა,
ხელში იგდო ყველას გული,
და დაადო მათ თავს წყევლა.

ყოველივე ზემოთ თქმული,
დღეს რატომღაც დაზაფრული,
დაზაფრების მიზეზი კი,
ჩემი ტკბილი გაზაფხული.

ჩემო ტკბილო მოგონებავ,
შენთვისა მსურს მოგროვება,
თვალ-მარგალიტ და ბროლისა,
წადილი მაქვს, მონდომება.

ცას მზე ვწყვიტო მხოლოდ შენთვის,
ჩემ სიყვარულს თან რომ ერთვის,
ღმერთი ვიყო შენი მკვდრეთის,
ჩრდილი ვიყო შენთვის ვერხვის.

მთვარე ვიყო ღამე ნათელი,
წყვდიად ბნელში ცვილის სანთელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი