რაც დავკარგეთ


წინაპართა ლეგენდებში,
და კავკასთა სუფთა სისხლში,
გრანიტივით მაგარ მკლავში,
ბებერ მთებზე ზამთრის ნისლში.

ცაში აღზრდილ თეთრი ქორის,
თვალი მჭრელი გამჭრიახი,
ლომი მგლეჯი ღორების და,
მგელი მკვლელი მაშიახის.

ირმის მსგავსი სუფთა სული,
მზის მრეკლავი ვერცხლის ხმალი,
ბოროტების განმფანტავი,
მოგიზგიზე ღმერთთა ალი.

გულში ზიზღი უძველესი,
სისხლიანი ჩემი მიწა,
წინაპართა თავგანწირვა,
ვინამც ღმერთებს სული მისცა.

მგლის ხატება შემზარავი,
და ლაჩრული მტრის ყიჟინა,
ჩვენი სული - მეომრული,
წლებია რომ მიიძინა.

გავიხსენოთ მამა-ღმერთი,
გადავტენოთ ავტომატი,
გავილაშქროთ მიზნისაკენ,
მტერსაც დავცეთ შავმგლის თათი.

ჭურვთა ხმა იყოს ორენტირი,
ჩვენი ტრიუმფის - გამარჯვებისა,
არტილერიის ნაზი გალობა,
ბრძოლის ყიჟინა წარმართებისა.

დაკარგულ მიწის ნაზი სურნელი,
დაბრუნების ჟამს დროშის ფრიალი,
უკვე გაიგო ამ მიწის მტერმა,
ჩვენი ტანკების ხმა და ღრიალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი