მტერთა თავი - შენი ძღვენი
რკინის აბჯრით, ვერცხლის ხმალით, დიდო ღმერთო მე შენ გიხმობ, უზომ რისხვით, ღმერთთა ძალით, კუთვნილ მიწა რომ დაიპყრო. დედამიწის თავზე ნათობ, ხან როგორც მზე ხანაც მთვარე, მეფის ტახტზე ასვლას ლამობ, მკვდარი მტრები ვეღარ ვთვალე. მტერს რომ მუსრავს და აშინებს, ხელში მჭერი შენი ხმალი, საკურთევლთან მუხლმოდრეკით, ჩვენ მოვსულვართ შენი ყმანი. გვიბოძე ის სიძლიერე რაც ცა-მიწას აზანზარებს, ომში მხედრად გაგვიძეხი, შენი ტახტი დაიბრუნე, უცხო მოდგმის ყმათ ხმა გადაფარე, მიწას შვიდი მეხი დაეც და მრისხანედ დაიქუხე. შემუსრავდე იმ ნიშნებს ყმათ შუბლზე რაც გვადევს, პირი მათი ამოკერე, რომ ვერ ზრახვონ სიცრუენი, დახევდე იმ უფალთ მახეს, მათ შეკერილ რკინის ბადეს, ართავოზი ცეცხლში აგდე, მტერტა მკლავი - შენი ძღვენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი