ბრძოლა დიდგორზე


კუპრის ტბა, შავი ნისლები,
და ომის ზეცა წითლად ფერული,
ქართველთ ხმლის ქნევა, ცაზე ისრები,
ბრძოლის ყიჟინა, ომის ფერხული.

ცხენთა ჭიხვინი, ფართა კედელი,
სისხლის გუბე და ირგვლივ ტალახი,
ქართველთ სიმღერა, მტერთა მგრეველი,
ჩვენს ფეხთ ცემული მათი ალლაჰი.

დროშა ჯვრიანი ზეცად მნათობი,
აღმაშენებლის ხმა ბუმბერაზი,
და მათი სისხლი - ჩვენი სათრობი,
დაცემულ ვაჟთა გულმკერდზე ვაზი.

და ჩვენი მეფე ღვთაებრივ ხმალით,
არღვევდა ურიცხვ თურქთა მტრის ხაზს,
და საქართველოს უდრეკი ხატი,
მზეებრ აღდგინდა და აღარ სძინავს.

მტერი გარბოდა - მივსდიეთ უკან,
დიდძალი განძი ჩავიგდეთ ხელში,
და რადგან ის ზეციურნი არღარა დუმან,
სელჩუკნი ვამარცხეთ, ვამტვრიეთ ძვლებში.

ჩვენ არ დავეცით, ვიდექით მცავად,
მტერსაც ვეკვეთეთ - და ისევ ვიზამთ!
მტერს ჩვენთან ბრძოლა გადახდა ავად,
რადგან ჩვენს წმინდა მიწას ვიცავთ.

დიდი ტრიუმფი ყოველი ვაჟის,
ჩვენ მტრებს ვაჭერით მარჯვენა ხელი,
რადგან სიზმარშიც მწარედ ახსოვდეს,
ათას ას ოცდა ერთი წელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი