იარე


იარე!
სანამ მზის სხივებს ბოლოჯერ ხედავ,
სანამ ღმერთთა სახელის წარმოთქმას ბედავ,
იარე!
სანამ თენდება ბოლოჯერ შენს თავს,
სანამ იხილავ სიკვდილის მზეს,
სანამ შეიცნობ აკრძალულ ნაყოფის ხეს,
იარე!

ბოლო სიმღერას უგალობ კავკასის ზვავებს,
სანამ შეგახებს სიკვდილი მკლავებს,
სანამ დახუჭავ ბოლოჯერ თვალებს,
იარე, იარე!

მკვდართა მზე, გაბრწყინებულა,
და დახურულა - სიცოცხლის კარიბჭე,
სულეთის ღმერთო ნუ მტანჯავ,
შვება მომანიჭე!

ჩემთვის მზადაა მუხის სამარე!

სადაა სატრფო ნუთუ ვერავინ ვერ დამიტირებს,
კავკასის ღმერთთა ძე სამარადჟამოდ იძინებს,

ჩემთვის მზადაა მუხის სამარე!

ენგურს გავატან სხეულს,
ართავოზს, ჩემ თვალებს, წყეულს,
ჩემ სულს - სამყაროს გრძნეულს,
სამარადჟამოდ ვამთავრებ ხეტიალს ეულს.

იარე! 
სანამ არმაზი სულს ამოგაძრობს,
სანამ ცაზე მერცხალი ნავარდობს,
სულეთის ბჭესთან მოიყრი მუხლს,
სანამ შენს თავზე მეხები ქუხს!

მუხავ! მიმიღე ტანჯულ ცხოვრებს გზაზე ჯვარზე გაკრული,
საბრალო სულო, ამო, იფრინე თოვლისფერ გზაზე,
გამინდე ღმერთო სულის წყურვილი ფარული,
ვარსკვლავად ევლინე წინაპართ მშობლიურ ღამის ცაზე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი