ნეტავ, სადა ხარ
ნეტავ სადა ხარ ვის მკლავში გძინავს, საით გეძებო ამ ბნელ ქუჩებში, და ვინ გეხება თოვლისფერ კანზე, ან ვინ ალერსობს მაგ შენ ტუჩებში. ვისი სუნი გაქვს დილით აისზე, და ვის საწოლში ნებივრობ დიდხანს, ვჩივი ვარსკვლავთან ვბრაზობ და ვნანობ, და ვაიძულებ რამე რომ მითხრას. დუმდა ვარსკვლავი ღამის ცაზე, მთვარეც ჩამქრალა თურმე ჩვენთვის, აღარც მზე მოვა აისის ხმაზე, და მზერა ჩემი ისევ შენ გეტრფის. არ მსურს გათენდეს ღამე წყვდიადი, არც ვარსკვლავი მსურს ეს მოსაობრე, მსურს რომ დრო იყოს იგი ფრიადი, და შენს მკლავებში მე ვგორაობდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი