შენი თმა მზის შუქზე ცეცხლად ბრწყინავდა


შენი თმა მზის შუქზე ცეცხლად ბრწყინავდა,
და ამ მბრწყინვალების ცქერას ვბედავდი,
მაგ შენ თვალების სველ ანარეკლზე,
ისევ ჩემს დაღლილ თვალებს ვხედავდი.

ცრემლად ვიღვრები მხოლოდ შენს გამო,
თუმცა დღეს გვავარ ცეცხლის გრიგალს,
ეს სიყვარული ჩემი ამაო,
მსხვერპლად მხოლოდ მე რატომ მწირავს?

მხოლოდ შენა ხარ ჩემი მუზა,
თეთრ ღამეებში სხივთა მფრქვეველი,
გასაჭირის ჟამს ჩემი ლოცვა ხარ,
ჩემი სანთელი და საკმეველი.

როცა პირველად სკოლაში გნახე,
მზის ფონზე თეთრად ელვასა ჰგავდი,
დღესაც წინ მიდგას იმ ტასოს სახე,
როცა ჩემ გულში იმედსა რგავდი.

და მე არა ვარ დღეს დამნაშავე,
შენი ალი დღესაც რომ მედება,
რა ვქნა რაც მქონდა, მოგართვი ძღვენად,
ჩემი სიმღერა, შემოქმედება.

შენ დაგავიწყდა ერთად ყოფნის დრო,
არაფრად აგდე შენ ყრმობის წლები,
და ამის გამო მე არ მაქვს შვება,
არცაღა ფრენენ ცაში მერცხლები.

შენი არყოფნა მე ისევ მტანჯავს,
ცრემლით კვლავ მივსებს ამ დაღლილ თვალებს,
სულში მიძვრება და მანადგურებს,
როგორც ეშმაკი მჭამს და მაწვალებს.

თუმცა მაინც ხარ ტკბილი და რბილი,
ჩიტი ხარ ჩემს სახლზე გადაფრენილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი