ოცდარვა თებერვალს
როცა მთებზე მზე ამოვა, და დარეკავს ზართა რვალი, გათენდება უტურფესი, დღე ოცდარვა თებერვალი. და მთის მიღმა გაიხარებს, ჩემი გონის ნაზი ვარდი, გულში წამში კვლავ იელვებს, დარდთა კონა ამ დღეს მზარდი. მე ვეცდები შენთან ბაასს, შენ კვლავ თვალებს ამარიდებ, და სიცივის ქარბორბალში, ჩემზე სულაც არ იფიქრებ. კვლავ ვიგლოვებ შენს არყოფნას, თუმცა ამ დღის მადლით მოსილს, ეს დღე ისე დაღამდება, ვეღარ გნახავ ჩემთვის მოცლილს. წელიწადში ჩემთვის ეს დღე, მარად იყო სასწაული, შენთა ფერთა ანარეკლი, მარადჟამ არს საზღაური. მზე ხარ მზეთა სამზეოში, მზე მზისებრი ხარ მზიური, სხივი მზისა მზეთა მზეო, მზისა მზეებრ ჴატ ღვთიური. ფრინავ სულაც უცხო მხარეს, თუმც არ ვნაღვლობ იყოს ასე, და მზადაა ამ დღეს ჩემთვის, საწამლავით თასი სავსე. იხარე და ბედნიერად, განვლე კიდევ ერთი წელი, მე ვიქნები ბალახები, შენ კი ჩემი მჭრელი ცელი. არ იდარდო არაფერზე, გქონდეს ძალი ბარბალესი, ამ იმედით მე ამ დილას, ლაღად ვარ და სულ არ ვკვნესი. ანათე და მეც მანათე, შენი სხივთა მზისებრ კონა, და თუ ნახავ ჩემ ამ ნაჯღაბნს, მაშინ ჰქონდა ბრძოლას წონა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი