უსახელო 14


ახლა მივხვდი რა ყოფილა,
სიცრუეში ცხოვრება,
მაგრამ მაინც როგორ მიჭირს,
მე მისი მიტოვება.

დავფიქრდი და მე და ქრისტე ერთურთს ვგავართ რაღაცით,
ჩვენ სიცოცხლემ ჩაგრულები დაგვაწერა სისხლით ძვალზე,
მაგრამ სხვებში რჩეულები იმედით-სიმამაცით,
ჩვენვე ნებით ავბრძანდებით საბოლოოდ ჩვენსავ ჯვარზე.

ორთავ ვკვდებით ისევ ნებით,
ორთავს გვხსნიან მკვდარებს ჯვრიდან,
შავ მიწაში ჩვენვე ვწვებით,
რომ მოვბრძანდეთ შემდეგ ციდან.

ჩემი ცრემლი ვითარც სისხლი,
ცოცხალთა მზე მკვდართად ქცეული,
შენი შხამი კიდევ მისხი,
დაე იყოს ეს დღე მარად წყეული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი