ალი ცეცხლისა მარადიული


ოქროს ტაძართა მზისებრ ნათება,
ღმერთთა სახენი წმინდა-ღვთიური,
და მზის ტაძრიდან ვერას გაქრება,
ალი ცეცხლისა მარადიული.

და სიმღერანი საწინაპრონი,
ოდეს თქმულიყო ქართველთა შორის,
ლეგენდა სისხლით ნათქვამი,
მხნეობისა და მამაცობის.

ახლა აღარ არს ტაძარი ძველი,
ოდეს გასულა რამდენი ხანი,
თუმცა ჩვენს გულში marad ანთია,
წინაპართ სიწმინდის უშრეტი ალი..

ჯერ არ მომკვდარა - კვლავ ცოცხალია,
კვლავ დაიკვრება წარმართთა ქნარი,
ჯერაც ანთია, თუმცა მკრთალია,
მარადიული ის ცეცხლის ალი.


და შენს გარეშე წყვდიადი ბნელი,
ათასი წელია ედება არე-მარეს,
და უკუღმართთა ცრუ ქადაგებით,
ო, არმაზ, სძინავს მშობლიურ მხარეს,
ნუთუ ვარჩინოთ გოდება-სისხლი,
რაც თქვენმა შვილებმა უწინ ნახეს?
ნუთუ უფანტავია ეს შავი ნისლი,
ნუთუ ვერ ვნახავთ შენს მრისხანე სახეს?

სიცოცხლეს ედება ჩალის ფასი,
თუ მათ ვახარეთ ეს გამარჯვება,
თუ შევარჩინეთ წინაპართ სისხლი,
ეს ჩვენი მოდგმა ვერ გადარჩება.

თუმც უშრეტია ანკარა წყარო,
კვლავაც დარეკავს იაჴსრის ზარი,
კვლავ აინთება მზის დიდ ტაძარში,
მარადიული სიწმინდის ალი.

ო, ცეცხლის ღმერთო, დიდო კაპუნავ,
ზეციდან მიწაზე მოიტან ნათელი,
როცა მზე დაადნობს მათ უტეხ ბორკილს,
დააგდებს მონობის უღელს ქართველი,
გაიხსენებს და დაბრუნდება,
კვლავაც შეიცნობს ღმერთების ხმას,
სამარადჟამოდ გულში აანთებს,
ზეცით კურთხეულ ამ წმინდა ალს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი