მუხის ფერჴული


ღმერთთა მიერ დალოცვილი, მრავალ სხივად განტოტილი,
ცეცხლი ინთება, გული ივსება, უძველეს სიამაყით,
ხალხი შენი გეგებება და შენი ყმა არ მოკვდება,
მარად გიცავს, უდრეკი ძალით და გიჟური იარაღით.

ხელი ჩავკიდოთ დანო და ძმანო,
ვიცვალოთ თალხი და ვიმოსოთ თეთრი,
მკლავნი ავღმართოთ ლურჯი ზეცისკენ,
არ შევარჩინოთ წინაპართ ფერფლი.

არ ვართ მონანი მთვარისა - არამედ ძენი მზისანი,
ერთად შევხვდეთ ალიონს,
თეთრ, ფითქინა კანზე მზის სხივებით,
ერთად ვუმზიროთ კავკასიონს.

გულში კი ცეცხლი - მკლავი კი ვერცხლის,
წყვდიადიდან მოსჩანს მკლავნი ართავოზისანი,
თუმცა კრთება - შიშმაც მოიცვა,
რადგან ჩვენთან არსს ელვა სხივოსანი.

"მუჴავ, მუჴავ, დიდებულო,
შენს გარშემო ფერჴულია,
შენს შორს მყოფი მზეჭაბუკი,
ღმერთო, როგორ ბედკრულია!"

ცაზე ელვაა - მეხიც ეცემა,
ჩვენ მტერთა წყვდიადის დარბაზს,
მუხლსაც მოვიდრეკთ მუხის წინაშე,
თავს შევავედრებთ აბჯროსან არმაზს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი