ცას
ცავ ლამაზი ხარ როგორც არასდროს, ათასი ვარსკვლავი მახურავს თავზე, მსურს ორიონმა სიბრძნე გამანდოს, ლამპრად გამიძღვეს მე და ღვთის კარზე. დღეც ლამაზია ფერი ფირუზის, მე უფრო ღამით მელამაზება, რამდენი ღამეა ვუცქერ - ვინ უწყის, და ვერ ვიძინებ, მეანდაზება. მსურს ცას ვუზრახო მრავალი სიტყვა, შევთხზა ლეგენდა საშთამომავლოდ, და თუ ღმერთებო, ღრუბლებში ვფრინავ, გთხოვთ ამას, რომ არ ჩამომაგდოთ. გავათენებდი უთვალავ ღამეს, გადვიცვლებოდი კოსმოსურ მტვერად, და გიმღერებდი რამდენ რამეს, თვით გარდაქმნილი წმინდა სიმღერად. როგორი დიადი, უკიდეგანო, და აგერ მთვარეც ამოსულიყო, მსურს რომ მოგიძღვნა სიტყვა მრავალი, თუნდაც ჩემამდე ასჯერ თქმულიყო. ცავ ლამაზი ხარ როგორც არასდროს, მე შენს მშვენებით მეძლევა ძალა, მალე დასრულდა ღამის ფიქრები, და მზე მთვარეს გადაეფარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი