სულეთის ბჭეები


ამღვრეულ მდინარეს მკერდით ვებრძოდი,
ტალღება გათხარეს ჩემი სამარე,
საკუთარ სიკვდილს ვეგებებოდი,
და წმინდა სისხლიც ბევრი დავღვარე.

მზე გულს მიწვავდა-მანადგურებდა,
ღრუბელთა დასი ცრემლს ღვრიდა ჩემთვის,
და ლურჯი ზეცაც თავს გრუხუნებდა,
მპარავდა სიცოცხლეს შრიალი ვერხვის.

ღმერთებს ვუხმობდი - მაგრამ ამაოდ,
არც მზისქვეშეთში გამოჩნდა ვინმე,
რომ ჩემი სული სადმე დამალოთ,
რომ შუასკნელში არაფრად ვღირდე.

მიწამ წაიღო სიცოცხლის აზრი,
მოკვდა ფიქრები ჩემი ისედაც მკვდარი,
და ვხმები როგორც გვალვის დროს ვაზი,
მოირყა ფუძე ოდესღაც მყარი.

სიკვდილს ვეტრფი და სიკვდილი მე,
ვარ ცეცხლისაგან ნადგური ტყე,
წყალწაღებული დავიტირი ტირიფებს,
ღამედ მექცია მზიანი დღე.

თვალწინ მიდგება ყოველი წამი,
ვიხსენებ დაკარგულ სხივთა კონას,
თვალებს ედებათ ტკივილის ნამი,
ღმერთებს ვემდური სიცოცხლის ქონას.

თვალები დარაბებს ემსგავსებიან,
თავისკენ მიხმობს სულეთის ღმერთი,
სამზეოს ფიქრები იღუპებიან,
მხოლოდღა მოსჩანს სინათლე თეთრი.

მხოლოდ ამ მიწის მოგონებები,
და სიყვარული თავგანწირული,
მე ჩემს ვარსკვლავებს მივეგებები,
მზე უკუნისა გარინდებული.

ლამაზად ვკვდები ამ მუხის ძირას,
ჩემსკენ მოვიხმობ სამყაროს ასულს,
და წინაპართ ხმები ყურში გმინავს,
და მე მიმღერის სიმღერას წარსულს.

ტანჯულ ცხოვრების უსრულო წრეში,
ღმერთების ამარა - დიდი იმედით,
დასრულდა ტანჯვა მხოლოდთა მგებრნო,
სულეთის ბჭეებს მივეგებებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი