სავსემთვარეობა 2
ეს მთვარე ტურფად ამომავალი, ვით მარტოსული სანთლად ჰკიდია, ჩემი წარსული და მომავალი. ფერდჩაღრეცილი ძველი ხიდია. დაფნის ფოთლებში ნავარდობს კოხტად, სავსეა ვით თასი ღვინით ვსებული, ყველასგან შორს და ყველასგან ობლად, სულდგმულთაგანაც დავიწყებული. მანათებს ხატზე მიბრწყინავს კანი, გულს მიგლეჯს და თან როგორ მათბობს, იმედით ვიძინებ, რომ შენს ფანჯრიდან, მძინარეს გეხვევა, გკოცნის და გათბობს. სავსე მთვარეა დღეს და ამაღამ, და ვინატრებდი სულ ასე იყოს, იქნებ ტალღები მობრუნდნენ ჩემკენ, და ერთხელ მაინც ზღვამ გამოგრიყოს. მოგიტაცებდი ამ მთვარის შუქზე, და წაგიყვანდი პირიმზის მხარეს, ჩემად მსმენელმა ია-ვარდებმა, ამოიოხრეს და თავი ხარეს. ო, როგორ მინდა რომ მყავდე გვერდზე, შორს დავდგებოდი და მხოლოდ მზერით, მომინდებოდა მეთქვა ეს გრძნობა, აღუწერელი მსოფლიოს ენით. უცნაურია, ღამე ფრინველი, სარკმელთან მიზის და ნაღვლიანს გალობს, მე ამ საწოლში ვძაღლდები უკვე, წვეთი აკლდება ამ ჭირით სათრობს. იმის იმედით მსურს გაღვიძება, რომ ღამე მთვარემ ეგ სახე ათბო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი