ბაადურ, ომის ოსტატი


ღმერთის ნასახი პირველი ღვთიშვილი,
დადუმებულა აქ შორიახლოს,
უძველეს ქვებთან სიბრძნით აღვსილი,
აცრემლებულა და რაღაცას დარდობს.

უწინ დიდებით შემკული სახელი,
აწი არავის არ აგონდება,
როცა ფიქრობდა გული ამ ფიქრებს,
გულს რაღაც ჭამდა და ღონდებოდა.

წარსულს რას ვეტყვით ვინ იცის აწი,
იქნებ არ დარჩა ადგილი ჩემთვის,
 ბედის ბედაურო გასწი და გასწი,
ეს. ფიქრი რამდენ ვარსკვლავებს ერთვის.

თუმც არ დაღონდე ჩემო ბაადურ,
მტერი გაქცევას ვერას მოასწრებს,
ხალხი კვლავ შენსკენ შემობრუნდება,
და განადიდებს ბრძოლის ვორმასტერს.

გული იმაგრე სევდა განშორე,
შენი ურჩი ყმა ლახტით გაშოლტე!

თეთრი აბჯარი და მუზარადი,
ადექ აისხი ვეკვეთოთ მტერს,
ხალხი შენ გელის წინ გაუძეხი,
ხალხი მოითხოვს ვორმასტერს.

ომი დაიწყო თუმცა ის სევდა,
ეს დაფარული ჩემი გოდება,
ვის ესმის ეს სევდა საუკუნეა,
გულს მიჭამს და ბარძიმს გროვდება.

დაე იცოდეს მოკვდავთა მოდგმამ,
ჯერაც კი ვზარავ ბუმბერაზ მთებს,
დადგება დრო და დავიბრუნებ,
ომის ოსტატის სახელს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი