უსახელო 1
თეჯისის მენჰირს ვეხუტებოდი, მცხეთის ციტადელს ბრმადაც ვეტრფოდი, ალაზნის დიდ ველს ვეუბნებოდი, სალამს და ამას ვერად ვერ ვთმობდი. კოლხეთის ველზე მეშალა ფრთები, სვანეთის კლდეზე ვეძებდი დალებს, და ჯავახეთის მაღალი ქვები, აიტაცებდნენ ჩემ მწვანე თვალებს. გუდანს დავრეკე ბაადურს ზარი, და აფხაზეთი სწორდება მზეზე, ჩემი ხმა იგეს ვით ნაპერწკალი, გმირთა სამარემ დიდგორის ველზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი