უსახელო 2


მიწა გაშრება საფლავზედ ჩემდა,
ისვენებს სული, იხრწნება ხორცი,
და შენც მორჩები ცრემლთაღვრას, დედა,
რადგან მეც ჩემ ბილიკს უკვე მოვრჩი.

ამოვა მუხა, გაშლის თვის ტოტებს,
დადგება ზამთარი და მოვა თოვლი,
მოვა ვიღაც და კვირტებს მოწყვეტს,
მივიწყებს ხალხი და მივიწყებს კომლი.

მაგრამ არ ვნებდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი