სიგირგალ


ქარი ქრის ველზე, ჩურჩულებს ტყეში,
ჩვენი კოცონი ვარსკვლავებს სწვდება,
შემოდგომის ჟამს, ჭინკობის თვეში,
მშობლიურ მიწას გმირი უკვდება.

ანთია ცეცხლი და ნაპერწკლები,
ჰყვებიან ამბავს დიდებულ ბრძოლის,
უკანასკნელი მდუღარ ცრემლები,
ბოლოჯერ დაღლილან თვალები ბროლის.

მზერა ზეცისკენ, ნათება მთვარის,
სხივებმოსილი შავი სამოსით,
კვდება სიგირგალ ჰანგებზე ზარის,
მრავალ დაღლილი ღმერთთა გამოცდით.

ღრმა ჭრილობები ვით კანიონი,
მათგან ბილიკად მდინარე სისხლის,
ჰორიზონტს სიკვდილის წვა ალიონის,
სულეთის ღმერთი მდუმარედ გიცდის.

უკანასკნელი სიტყვებით ამკობს,
სამშობლოს მიწის დიდებულებას,
სისხლით ნარევი ცრემლით ასრულებს,
თავის გმირობის უთქმელ თქმულებას.

გარდიცვლებოდა ასე სიგირგალ,
სული ტოვებდა დაფლეთი სხეულს,
ნაზი ნარნარით მთვარისკენ მავალი,
უერთდებოდა სამყაროს გრძნეულს.

ცეცხლი ანთია - დაე სულ ენთოს!
ნიშნად გმირების სიმამაცისა,
და სადიდებლად სამარადჟამოდ,
დედა მიწისა და მამა ცისა!

და თუ ხვალინდელ აისს შევხვდებით,
თუ ხვალ არმაზი გვეტყვის - "ომია!",
მაშ გავიმარჯვოთ მხოლოდ სიმართლით,
კეთილს ბოროტი გადუწონია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
აძინოკი ვოლკი(კლიჩკა)სულეიმან ნედასტუპნიკანონიერი ქურდი/სერთიფიცირებული ლოთი და ნიკალაის ამზეთავი1 თვის წინ

სმეშ

აძინოკი ვოლკი(კლიჩკა)სულეიმან ნედასტუპნიკანონიერი ქურდი/სერთიფიცირებული ლოთი და ნიკალაის ამზეთავი1 თვის წინ

იმენა მაგარი სიგმაააააააა

აძინოკი ვოლკი(კლიჩკა)სულეიმან ნედასტუპნიკანონიერი ქურდი/სერთიფიცირებული ლოთი და ნიკალაის ამზეთავი1 თვის წინ

რო ვკითხულობ ვიღზნები

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი