დიდება თარხონს


შავ ღრუბლებიდან ცეცხლოვან ეტლით,
ცეცხლის გრიგალით ზეცაზე დაჰქრის,
მრისხანე მზერით, წარბებშეკრული,
უგუნურს ცეცხლის ისრებს რომ აყრის.

მისი სიტყვები - სისხლით ნაწერი,
სადაც გაივლის - იქ სასაკლაო,
ავის მოსურვე უცხო დუშმანის,
უშენებია მას სასაფლაო.

ათასი მეხი დაწყევლილ მიწას,
ვინ იმსახურებს მისგან დანდობას?
მხოლოდ მეომარს, ბრძოლისგან ნატანჯს,
უბოძებს ბოლოს ღვთიურ წყალობას.

იღვრება სისხლი და მინდორ-ველი,
მკვდრების სხეულით ივსება კვლავაც,
ეტლით წაიყვანს წინაპართ ანდაბს,
მხოლოდ უდრეკს, უშიშარს, მამაცს.

ხმალთა ფერხულში, ცეცხლოვან ცეკვას,
ასრულებს მეუფე ომის და ბრძოლის,
თუმც შეედაროს მტრის ღმერთთა დასი,
მის სიძლიერეს ვერ გადაწონის..

გული ვითა კლდე, მკლავი მმუსვრელი,
ეს რისხვა დაე სამყარომ ნახოს,
მუხლმოდრეკილი მენახოს ყველა,
და გასძახოდნენ: "დიდება თარხონს!"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი