თარხონის ღამეს
დროა დაიხსნა ბორკილი რკინის, და დაჩოქილი ნუ ხარ ქართველო, და დრო არ არის სიმღერის, ლხინის, კავკასიონის მთების მმართველო. კვლავ დაილევა თასები სისხლის. სისხლის მდინარე გვიჩვენებს გზებს, თარხონის ღამეს ზესკნელის ნებით, არმაზის ხმაზე ავლესავთ ხმლებს. და მყინვარწვერი კვლავაც გაიგებს, დაცემულ გმირთა სულეთის მღერას, და შენ კი ძეო კვლავაც აღაპყრობ, ვარსკვლავურ ცაზე შენს ამაყ მზერას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი