ძე ღამეული
ცას მთვარე შემოეკედლა, და ქარმა იწყო ლაშქრობა, ფიჭვებთ ტოტები უმზერდნენ, ცის საკიდელზე ლამპრობას. დინებას ნაკადულისას, გაჰყვა წარსულის ჰანგები, ტაბაკონის ტყედ არ ჩანდნენ, მიცვალებულთა ლანდები. ვერც ართავოზი ბედავდა, კლანჭ რომ ეშიშვლა ცაზეა, ვერც ეშმაკ-ქაჯი, ვერც კრული, ვერცერთი ქვეყანაზეა. ნისლის საბანში ფერდგახვეული, ტყეთა ჩურჩულში, კლდეთა ზანზარში, იბადებოდა ძე ღამეული, ქვეყნიერების ბოლო ხანძარში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი