თეთრი მგლის ლეკვი
მეომარი: ცეცხლის წინ ვზივარ და ვუცქერი მის ალს, ჩემ ფარ-ხმალს, შუბს, აბჯარს და მშვილდისარს, წინასწარმეტყველს და უძლეველ მისანს, ვკითხავ ჩემ ბედს და ამ ტანჯვის მიზანს. ცეცხლი ირეკლავს ჩემ თვალზე ცრემლებს, შორით უტყამენ მჭედლები გრდემლებს, ცაზე გაჩენილ უეცარ ელვებს, შურისძიების სურვილი შეკრებს. იქ სადაც მეფეთა გვირგვინი მკრთალი, ვეღარ ანათებს და ჩუმად ქრება, სადაც იზრახვის ქადაგი მცდარი, და მართლის მთქმელი კვლავ იდევნება. სადაც ბნელეთის შავი წესები, კაცთ მოდგმის შვილებს კვლავაც ჩაგრავენ, და ვისაც ახსოვს ძველი დროება, სიცოცხლეს უსპობენ და ჯვარზე აკრავენ. მე ველი ჭაბუკს ოქროსთმებიანს, ნაკურთს ღმერთთაგანს, თეთრ ლეკვს მგლისას, მზე-მთვარე ბეჭზე, გულზე ცისკარი, ამაოხრებელს მჩაგვრელი მტრისას. ღმერთთა წმინდა ყმას განცხრომით ველი, განმაბრწყინებელს კავკასიისას, გამნადგურებელს მტერთა ბორკილის, ნაკურთხ ზეცითგან, თეთრ ლეკვს მგლისას. იქ მიდევს ბინა წყვდიადის გულში, ბრწყინვალებისგან გადაკარგულში. წინაპრების სულები: ტყეთა ექოს თუ მოაქვს შენამდე, ჩვენი გოდების და ცრემლის ღვრის ხმები, თუ კი მდინარე გიყვება ამბავს, როგორ დავმარცხდით ახლა ვართ მკვდრები. ყორღანზე იგრძნობ სისხლსა და ფერფლს, თუ შეეხები მშობლიურ მიწას, წუთისოფელი დიდი ხანია, ჩვენი სულისთვის განაჩენს იტანს. ნუთუ ვეღარ გძნობ ან დაივიწყე, წარსულის დიდების გამონათება? თუ გძინავს აღდგეგ და გაიღვიძე, თორემ იქნება გვიანი, გაქრება. სულ დაივიწყე შენი ღმერთები, ამიტომ გადევს უღელი მონის, მოდგმა დაკარგე, ნუთუ ვერ ხვდები? ამდენ ვაებას რა გადაწონის? თეთრო მგლის ლეკვო ჩვენზე იფიქრე, მიწას არგუნე თავისუფლება, შენი ვერცხლის ხმლის სისხლისფრად შეღებვით, ბნელეთის მეფობის ხანი სრულდება. ღმერთები: მზის სხივთა შორის ერთ-ერთი შენ ხარ, თოვლივით თეთრი და მარად ბრწყინვალე, მკვდართა წყვდიადში - სიცოცხლის სიტყვა, დიდხანს ელოდი და ბევრიც იწვალე. დაე აღსრულდეს ნება ღმერთების, ნგრევა მიიტან ჩვენი სახლიდან, უნდა დაინგრეს სამეფო ძველი, რათა აშენდეს იგი ახლიდან. ჩვენო ოქროს ყმავ გაუძეხ საყმოს, ვით მეხი ცაში ისე ელავდე, მტერი ბღაოდეს როცა შენ გნახოს, სამშობლოს აბჯრის პერანგს კერავდე. მეომარი: ხმა უცნაური, ღმერთთა და სულთა, მესმა, ჭინკაც კი იმალებოდა, და მივხვდი ცრა მთის, ცხრა ზღვის გადაღმა, თეთრი მგლის ლეკვი იბადებოდა. მან არ ისურვა დედის ძუძუს რძე, არც ტკბილი ნანა, არც სიტყვა ტკბილი, მიხვდნენ ღმერთები და წინაპარნი, რომ სისხლს ითხოვდა თეთრი მგლის შვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი