ამოვა მზე


ცეცხლის წინ ვზივარ სულ მარტოდ-მარტო,
თითქოს ლაღად ვარ თუმც მაინც ვდარდობ,
ჭეჭეთობის მადლს ცეცხლით განწმენდილს,
მშობლიურ ღმერთთა ნათელ ხატს ვანდობ.

სარტყლად გარშემო წყვდიადი ბნელი,
თვალწინ მიდგება დიდება ძველი,
მე ცეცხლში ა წინაპართ კვალს და,
ხელში მადნება თეთრი სანთელი.

წარსულის დარდი თითქოს ისევ მჭამს,
ცაზე ვარსკვლავებს შევევედრები,
განწმენდილს კვლავაც მიტევს ბოროტი,
და თვით თარჴონის თეთრ ხმალს ვედრები.

ცისა კამარა დღეს ასე მბრწყინავი,
სული ჩემი კავკასიონის მთებზე მფრინავი,
თუმც მზერა ჩემი მთვარისკენ იწევს,
წარმართთა სიბრძნე ქვაბულს მძინავი.

მიწას შევახებ ჩემ ტანჯულ ხელებს,
და გავიხსენებ უწინ ჩვენს ჩამგვრელებს,
მგელთა ყმუილზე ამოვა მზე და,
თავს შევავედრებ ღმერთებს ჩვენ ძველებს.

ამოვა მზე მფანტავი ბნელისა,
მონა ვარ მისი ბოროტის მწველისა,
ნათელ სხივოსნის დედა-ბარბალეს,
მის ტკბილ ბაგეთგან ტკბილ სიმღერისა,

და კვლავ შევხვდები აისს უწმინდესს,
და მგელთა გულმა ღმერთებს უსმინეს,
ცეცხლის ჩამქრალა მხოლოდღა ფერფლი,
აისის ჰანგებს მე მარად ვეტრფი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი