გარეთ ქარი ქრის, მთვარეც ჩასულა
გარეთ ქარი ქრის, მთვარეც ჩასულა, ალბათ თენდება, სარკმლიდან არ ჩანს, მთვარე კი სხივებს მოწაფეებად, ღამეს ბოლოჯერ მდუმარედ ატანს. კედლის საათის ჩუმი ხმაური, თვალში სისველე, როგორც ყოველთვის, ბოლო იმედი, ცოცხლად ქცეული, ბარბალეს სხივებთან ერთად მოერთვის. და გულისცემა ტყის სიმფონიას, რითმულ ჰანგებად გადაეცემა, და მწველი სხივნი, ხმლებად ქცეულნი, შენს ფანჯარასთან არ დაეცემა. მხოლოდ ჩემია მწველი აისი, თეთრი ღრუბლების ძმური ფერხული, ოხვრით დაღლილი, კვლავ ველოდები, ერთი ჭაბუკი, ღმერთგან ბედკრული. ფოთოლთშრიალი დილით ჩურჩულით, მიმღერებს სიმღერას სხვებისგან მალულს, მეც მოვუყვები დილის ნიავებს, ვაჩვენებ ჩემ გულს მრავალჯერ ბზარულს. იქნებ გათენდა, ჯერ ისევ ბნელა, აისის სუსხმა იარა ტანზე, კვლავ სიგარეტი და ძლიერი ხველა, და მე კი ვწერ ამას, ვიზე ან რაზე. ბოლოს გათენდა ტრიუმფალურად, და ეს დღეც მორჩა და კიდევ კარგი, ქუჩაც გაცოცხლდა და სულდაჟინებით, სამსახურისკენ მირბოდა ხალხი. მე კი საწოლში დებილი სახით, კვლავაც გავყურებ აისის პროცესს, და ამ საწოლში ველი ამ დღისგან, ტანჯვის დღის დოზა მალე რომ მომცეს. საკმელთან ძაღლი, კატა კი ზემოთ, ყეფა უწყვეტი, უსრულებელი. ფიქრები თავში, ვით ქარიშხალი, ჩემი ფიქრები - დაუძლეველი. ამ ფიქრებში ვარ გართული მე დღეს, და თუ ჩემს თავზე სისხლის თასია, ბედნიერება გისურვო მინდა, ჩემო ლამაზო ანასტასია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი