უსახელო 4


ამაყად ვიძახი - მომბეზრდა ცხოვრება!
ბრიყვი მონებით, დებილთა ჯოგებით,
უტვინო ქალებით, დახშული გონებით,
თუ აღარ ვიქნები - მომეწონება!

ვისღა ვახსოვარ როცა მშვიდობა,
უკაკუნებდა მათ სახლთა კარებს,
გულის ტკივილი ასე მაწვალებს,
რამდენჯერ ვარღვიე ჩემი პირობა.

ჰოდა დღეს იყოს უკანასკნელი,
ჩემი საღამო ასე უაზრო,
ზეგ რომ ჩემ კუბოს წრენი უარონ,
სიკვდილი მინდა ჩქარი ან ნელი,
აქ სულ არ იყო რითმა საჭირო, 
ვისაც არ გინდათ - ნურც წაიკითხავთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი