იმედი


ვხედავ შავი ყორნები ფრენენ ცაზე,
მესმის გაზაფხულზე პირველი მეხის გავარდნა,
და ცრემლებს ვღვრი ელვათა ფონზე,
გაზაფხულით ვარ მე საუკუნეა ავადა.

გამშვენებს ყვავილთა ჩუმი ტირილი,
მერცხლებიც შენს თავზე ნარნარით ფრენენ,
და გაზაფხულის სევდის ღიმილი,
გულსა და სულს შუაზე ხევენ.

წვიმს და ამ ხმაზე ვივიწყებ ყველაფერს,
გულსაც მიფლეთენ მდუმარე ფიქრები,
ნეტავ დღეს ვინ ვარ და ნეტავ ხვალ - ვიქნები?
და ელვის ნათელზე ცრემლებად ვიღვრები.

სეტყვამ განგმირა ჩემი სურვილი,
ღმერთთა ხატებამ ნათლით აღსავსე ზეცაზე,
და გამიჩინა სევდის წყურვილი,
და დამაფიქრა წარსულის ყველა წყენაზე.

თუმცა მე ვხედავ მზეს ღრუბლებს იქით,
ესაა იმედი უკანასკნელი ჩემის და მიწისა,
რას ვგრძნობ ან რას განვიცდი - ვინმემ იცის?
და გული ჩემი ცეცხლის ალივით იწვისა.

შავი ყორნები კვლავ დამალულან,
ბოროტი ღრუბლებიც გაფანტულანო,
კვლავაც მიხარის კვლავაც ვნავარდობ,
იმედის მზენიც გამოსულანო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი