ჩოხები აბჯრად - ყანწები ხმლებად


ქართველთა გულში ცეცხლი ანთია,
ლუდსავსე ყანწები ერთმანეთს ხვდება,
და ზეცას წვდება სავსე თასია,
ომის ფერხული არასდროს წყდება.

შავ-თეთრ ჩოხაში ზეცის დიდების,
სიმღერას ვამბობთ მშობლიურ მიწის!

ჩოხები - აბჯრად, ყანწები - ხმლებად,
ცას გადაეკრა შავი ღრუბელი,
მდინარეები გარდიქცნენ ზღვებას,
და შველას ზეციდან შენ ნუღა ელი.

კვლავაც სისხლისღვრა ურჯულო მტრის,
ზეციდან მიწაზე ცრემლები ცრის.

მზის სხივებს ირეკლავს აბჯარი ჩვენი,
არმაზს შევწიროთ ცოცხალი ძღვენი!

ომი დასრულდა კვლავ ერთ ტაბლასთან ვსხედვართ,
კვლავ გამარჯვების ასწიეს თასი,
ამ ცაზე აჭენებს ცხენებს არმაზი,
ეს გამარჯვება - ჩვენ ძმათა ფასი.

ვერ შეგვაშინებს დედა ართავოზ, რადგან ჩვენთან არს მამა არმაზი!

ეს მონაყოლი, მრავალჯერ თქმული,
კვლავ გაიღვიძებს ქართული გენი,
კვლავ გავიმარჯვებთ, ბევრიც მოკვდება,
და დაიძრება სულეთის გემი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი