ჟანგიანი ცრემლები
გარინდებულ საფლავს მძიმე ლოდი აგია, მტვრიან თაროებს ამტრევს ალბომი. ბილიკებს მისდევს სველი მანტია, ფანჯრებშიც ტირის ურჩი ტაროსი. დაკრეფილ ცრემლებს ჟანგი ევლება, შეშლილის ოთახებს რჩება ლანდები. სიგარა დარდებს ანაზდად ეწევა, კალმად ქცეულ დროს კვეთენ ბარდები. ცხონდეს სიცოცხლე, სული ამძორდეს, ენა ალაგმავს ცულით ნაკეპარს... ყველა ცოდვა უგულოდ დაკოდეს, ალი ქარებთან ღალატობს ნაკვერჩხალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი