სოფლის უღელი
ნაწრეტ ავაზნებს, სისხლისფერ ჭალებს, გაცვეთილ გუთნებს, თავშლიან ქალებს, ვაზის ჭრილობებს, ზურგს ნაკეპს, უღელს სოფლისას ვინ დაიმაგრებს?! დაკოჟრილ ხელებს, პაპების ამბებს, სიმინდთა ვალსებს და მძიმე ზამთრებს, ლაჟვარდ სხივებს, მქშინავ ძაღლებს, უღელს სოფლისას ვინ დაიმაგრებს?! დარდიან ღელეს, ნაბეგვ ყანებს, მეზობელ კლასელებს, ეკლიან ვარდებს, კიკინებს ნაცნობს, ღამეებს ნათევს, უღელს სოფლისას ვინ დაიმაგრებს?! ღია ჭიშკრებს, ღობეებს ნაგებს, სტუმართმოყვარე ხულოს კალთებს, დამპალ სერებს, დაჩოქილ ბარებს, კლდეებს ჩაბხურჯულს კორტოხის მაღლებს. მკვირცხლ ჭაღარებს, დინჯ ნაკვთებს, გაფრენილ ქორებს, დამფრთხალ ქარებს, წელში გადამტყდარ დროების წამებს, უღელს სოფლისას ვინ დაიმაგრებს?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი