ნასახლარი


ბოლი ამოდის ნასახლარს, 
იმ გორის თვალისმშვენებით 
დადგმულ ფაცხას, უპატრონოდ მიგდებულს. 
საჩრდილედ, პაპის დარგულ ხეებსაც, 
შვილიშვილები, ჭრიან საშეშედ. 
ჩვენ ვანგრიეთ, რაც აშენეს და
მერე გვიკვირს, დროში რა გვაშეშებს. 
რომ გაუყვები დატკეპნილ ბილიკებს
და გიკვირს, სოფელი უხალხოდ. 
ცარიელ მინდვრებს, დამჭკნარ გვირილებს...
მორბენალი ბავშვები უნდა ვუქარგოთ. 
იმ ოდასაც, მოგონებებით უდგია სული,
აქ კარადა იფარებს ნატყვიარ პიჯაკებს,
ეზოს, რომ არტყია, ძველი მავთული,
მიტომ, თელავენ ყვითელ მიხაკებს. 
დამპალ ჭერებს, მერცხალი გაურბის, 
მზის სხივიც სწვდება და აპობს. 
ქარი გაბზარულ ფანჯრებს დაუქრის, 
ჩუმი სტვენით კი სიჩუმეს ათრობს. 
წელში მოხრილი, ბაბო დამდნარა, 
ლოდინს ელევა, გზასაც  დარაჯობს. 
იმედი ცოცხლობს, არსად გამქრალა,
რომ შვილისთვის კარი დარაზოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი