მოგონება
ახლა სინაზის მკრთალი წუთია, ახლა სევდების წყდება სასრული. ბაგეს ეტყობა, გრძნობა ფუჭია, თვალებს ეტყობა სხივი მზაკვრული. ქრის ქარი თმებს ელამუნება, ღვივდება ცეცხლი, განცდა ფარული. მისი მკლავი, ჩემსას ებღაუჭება, წამია მისთვის, დიდი ხნის ნატრული. პირველი კოცნა გონებას გაურბის, სიყვარული ხომ თავი და თავია. სურვილი მარადისობის ახლა რადროა? ისევ ქარია! ზნეობის კონას ფარავს სურვილი, სანაპიროსთან მჯდარი ხალხია. ტალღა ბღავის, როგორც ქუხილი და სიახლოვის განცდა ფარსია. ,,ახლა იხსენებ, რა იყო მაშინ, ახლა ხომ ისევ თბილი ქარია. მონაგონართა იწვის ნეშტები, ახლა დაკეტილი გულის კარია''.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი