ნატურმორტი
შენ ფიქრებმა გაგიტაცეს და ჭიქა ჩაი მაგიდაზე დაგირჩა მარტო. უყურებ ჭიქას - დედის მიერ ნაჩუქარი საჭიქით რომ იმშვენებს სხეულს. მუქ სითხიდან ამოჩრილ კოვზს მიეყინა შენი ფიქრები და თითების ანაბეჭდები. ორი საფერფლეც - ერთი ძვლისა, მეორეზე დაჭყლეტილი სიგარეტები... ხასიათში კვლავ ცოცხლობს ბავშვი... არადა, როგორ გჭირდება ახლა, რომ იყო კაცი - დინჯი, უთქმელი და გამიზნული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი