ჩემი ფიქრები
ცხოვრება ტიტული არ არის. არც ტიტული არ არის ცხოვრება. ეს ორი, ერთმანეთისგან ცა და მიწასავით განსხვავდება. ცა და მიწა, მარადიულად ერთმანეთს ეტოლება და მაინც, არც ერთი- არც ერთს არ ედრება... ადამიანს -სასიცოცხლოდ, ცაც სჭირდება და მიწაც, იმიტომ რომ ადამიანი მიწიდან იწყებს, ცას მოივლის და მერე მიწდება. სული კი, ცაში რჩება. მიწა ჰაერით სუნთქავს. ორი დიდი აუცილებლობა ერთმანეთშია... ცხოვრება ადამიანობაა, თუ ადამიანურ ღირსებებს არ ფლობ, ან გფლობს (ექვემდებარები) ჩათვალე, არ გიცხოვრია... ვერაფრით გააკვირვებ სხვას .საკუთარი თავი გააკვირვე შენი - სულიერი სიმაღლით... კი არ იბრძოლო,მიზანი გქონდეს და მისი ჭეშმარიტების გწამდეს. ჩვეულებრივი ნაბიჯებით მიხვალ, სადაც შენი ადგილია... სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ის არ დგას მისთვის შესაფერის ადგილზე.არადა, ზუსტად იქ დგახარ რაც შეგეფერება, ოღონდ ნუ იფიქრებ ნურასდროს, რომ ვაკე მწვერვალია. შენი სიმაღლეც და სიმდაბლეც შენში ეძებე და არა სხვებში... ვერაფერს შეხედავ თვალგახელილიც კი, რასაც არ გინდა რომ ხედავდე და... ბრმაც კი დაინახავ იმას, რასაც გინდა რომ ხედავდე... ცა, ყველას ერთი და ერთნაირად დაჰყურებს თავზე ,მაგრამ ზოგი ქუდად გრძნობს, ზოგი კი უფლის წყალობად! პრობლემაც და უპრობლემობაც ყოველთვის შენშია,სხვაგან არ ეძებო... ვერაფრით იქნები კმაყოფილი საკუთარი თავის,თუ შენი შინაგანი სამყარო არ მოიძიე და არ გააანალიზე. სრულიად კმაყოფილი, გიჟიც კი არ არის, თავისი მოქმედებით, ყოფნითა და ყოფით, რომელიც ვერ გრძნობს ყველაფერს- თავისი მნიშვნელობით და მაინც იცის ცნობიერში, რომ რაღაცას ვერ ქმნის ისე, როგორც უნდა ჰქმნიდეს... სამყარო შენთვის იმხელაა, რამხელა ადამიანობასაც ფლობ! ადამიანი, თუ შინაგანად ბოღმიანია, თავადვე იტანჯება. ნუ შეიძულებთ, არამედ, გებრალებოდეთ! რაც მეტად გამოანათებს მზე,ხარვეზები უფრო მეტად გამოჩნდება -ხოლმე. მთა, მიწიდან მაღლდება და მიწაზევე დადაბლდება! დრო არ არის არაფრის მსაჯული, ის თვითონ დასჯილია,რადგან არც არავინ ჰყავს, არასოდეს, მადლიერი და იოლადაც ივიწყებენ. ყველაზე მთავარი -სიცოცხლეში რგებული რეალობაა. მკვდარს აღარც დიდება ესმის და აღარც აუგი. შთამომავალნი კი, ორივე წოდებას, მაინც ისე მოირგებენ როგორც გამოადგებათ. მშობლები შვილებს კი ზრდიან, თუმცა ბევრს, აღზრდა არ ესმის რას ნიშნავს. მარადიული არაფერია, რაც ახსნადია. მარადიულობა- ამოუხსნელში დევს! სითამამე, თავხედობისგან მილიონგზის განსხვავებულია. პირველს ბევრი დადებითი აქვს და მეორეს ყველაფერი- უარყოფითი. ხშირად ერევათ ერთმანეთში! შენზე სამჯერ მეტია გულწრფელად ნათქვამი : მისალმება, დიდება და ლოცვა- სხვისთვის გამეტებული! თავმდაბლობაარ ნიშნავს იმას, რომ თავზე უნდა გადაგახტენ! მწარეა წიწაკა,მაგრამ ის შაქრის გადაჭარბებული შემცველობით გახდა მწარე. ზომიერება, ყველაფერში საჭიროა! ვინც ყველას ამბავი იცის, მან საკუთარი არ იცის! ადამიანებს ერთი დიდი მინუსი აქვთ... ავიწყდებათ წარმომავლობა! სხვის ფანჯარაში სინათლე ნიშნავს- მარტო არა ხარ! მტრედი იმიტომ ღუღუნებს, რომ უფალი უყვარს და ბედნიერია! მშობლები უფლის თანასწორია.მათ წინაშეც მუხლმოყრილნი უნდა ვიყოთ . სიცოცხლეში და მის მერეც... სანთლებს უნდა ვუნთებდეთ! თუ სხვას პირისპირ უცქერ და ცრუობ, როდესაც შებრუნდება და მიდის, ზურგისთვალით შენ გიცქერს იგივე მზერით და თან შენთან ტოვებს შენივე კუთვნილებას ! ყველაფერში სილამაზეს ეძებს ადამიანი, ვინც შინაგანად ლამაზია. გიყვარდეთ ერთმანეთი -სამყაროს გადარჩენსთვის! არასოდეს დაივიწყოთ, მოყვარეში უფრო ბევრი ფლიდია, ვიდრე- მტერში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი