არავინ-არსაიდან!


სატელეფონო ზარი...
_ გისმენთ!
_ ვის ვესაუბრები, ვინა ხართ?!
_არავინ!
_მაშ, როგორღა მპასუხობთ?!
_მე არ გპასუხობთ!
_ მაშ,   მოპასუხე ღილაკს
 ვინ შეეხო?!
_ის, ვინც, არავინ არის!
_კარგად ხართ?!
_არა!
_მოვალ?...
და თქვენ, ხომ არ იცით სადა ვარ?!
_ სადა ხართ?!
_ არსად!  თავად ვინა ხართ, რატომ დამირეკეთ?!
_მე მქვია  ა რ ს ა დ!
და... სადა ხართ?!
_ თქვენთან!
_ ვერ გხედავთ...
_ მე ვარ, არავინ. ვერ შემხედავთ!
_ აკი, არსად მქვიაო?!
_კი, ესეც მქვია...
_ ბოლოსდაბოლოს, არ იტყვით ვინა ხართ?!
_მე ვარ: შენი ფიქრი, ცრემლი, მარტოობა, დარდი და მაინც, არავინ -არსაიდან... მე ვარ, შენი ხმა- სამყაროში!
_ მადლობა!
_რისთვის?!
_რომ არ დამტოვე!...

Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი