ასი წლის შემდეგ...


წერილი საკუთარ თავს...
/ ათი წლის შემდეგ/

ყველაზე მეტად შენ გენდობი, შენი იმედი მაქვს, რადგან ვიცი რომ, შენ ყველაზე მეტად გიხარია ჩემი კარგად ყოფნა, წინსვლა და წარმატება!
ამიტომ, გპირდები რომ, შენ იამაყებ ჩემით! 
გახსოვს? ერთხელ მიგატოვე...შენ მეძახდი, მევედრებოდი: დაბრუნდი, უშენოდ მოვკვდები!
მე მივდიოდი, უკან არ ვიხედებოდი და ... უცებ,  მამა წამომეწია, ხელი ჩამკიდა და უკან დამაბრუნა. მითხრა: არასოდეს მიატოვო ჩემი შვილი, თორემ, მეც მიგატოვებ შენ!
დავბრუნდი, რომ უფრო მეტად შემეყვარებინე და მეერთგულა. 
რა აღარ შეგვხვედრია და... ერთად ყველაფერს გავმკლავებივართ.
შენ შემასწავლე ღირებულებათა ხარისხი, გადაფასება და შეფასება. არასოდეს მიგატოვებ, იმ  ლურჯ გზაზეც გაგიყვან და...  მიხვდები, მეტყვი, რომ, ჩემს მეტი, არც არავინ გყოლია  ყველაზე ახლო -შენამდე!

/შენი -მე/
 ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი