წერილი საკუთარ თავს...


როდესაც ვინმე ცდილობს, ან უკვე ეცადა გაგრძნობინოს, ან უკვე გაგრძნობინა, რომ მისთვის არაფერს წარმოადგენ,
უნდა იცოდე, რომ მისთვის- შენ, სწორედ ის ბრწყინვალე სამკაული ხარ, რომელიც ბნელშიც კი  ბრწყინავს. მან მშვენივრად იცის, თუ ვინ ხარ, მაგრამ არ შესწევს უნარი   აღიაროს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწონს შენი ყველა მხარე და იმდენადაც კი, რომ  ჰგონია სძულხარ ( პირიქით არის, ყველა  ცრუ თავდაჯერება ისევ შენსკენ ექაჩება)ის,  შენი შუქის ტყვეა . სწუხს, რადგან იცის რომ ძვირფას ქვას, ერთი და საუკეთესო თვისება აქვს, უარყოფითს ირეკლავს.
გააგრძელე ციმციმი.
ბნელს რომ გაანათებ, ეს დიდი მადლია!
ყოველთვის გახსოვდეს, ვინც ერთხელ მაინც გიგანებს,  არასოდეს  ისეირნო მასთან  ერთად მდელოზე, ლელიანში.  დაუტოვე მთელი  მწვანე მოლი .
გადმოდი თუნდაც ხრიოკზე, განაგრძე გზა . სიმართლეს- სინათლე ახლავს თან.
სინათლეზე კი, ყველა მზესუმზირა შემობრუნდება შენსკენ და გაგიღიმებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი