ლექსები
მამა... მამაჩემის დაჭრილ შეშას, თურმე რა იოლად ვწვავდით, მამაჩემის შექმნილ ღვინოს ვსვამდით და სხვასაც ვატანდით. მამაჩემის ნასხლავ ვაზსაც ბლომად აზის ისევ კვირტი, მამაჩემის აღარ ყოფნით რამდენ რამეს დავაკვირდი. ახლა, როცა მეც ხნიერი,გამოვაღებ სახლის კარებს, ახლა ვხვდები მამაჩემის სანდომიან მზერას, თვალებს... რამდენ რამეს იტევს თურმე მშობლის გული, მშობლის მზერა, მამაჩემის მსგავსი? არა, უფრო სწორად, ვერ ვარ, ვერა. ახლა იმდენ რამეს ვხედავ, წლების წინათ ვერდანახულს, ვეძებ ყველა მოგონებას, მივიწყებულს, არდამარხულს. მამაჩემის დაჭრილ შეშას რა იოლად ვწვავდით, თურმე, ვეღარავინ ვერ ვუძღვებით შენებურად, მამა, ურემს... ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი