PREMUROSO
premuroso /ხანგრძლივი ფიქრი/ შარიშურობენ ფოთლები, ეგზომ გაითანაბრა მიწამ სიყვითლე... ჩემი თვალიდან გასული ეზო, სულში დავკიდე ჯვრად და ვიტვირთე. თორმერტ ალვაში- კვარივით მნათი ციმციმებს უწყვეტ, ზამთარ და ზაფხულ, უზადოდ თეთრი და სალამათი- ბავშვობა მკვებავს, მასზევე მარხულს! დაკვნიტა მუხლმა ფეხი ადგმული, სხვა ქალამნით რომ ვუფარე კოჭი... სულს მივუჩინე ხორცში ადგილი, ვფანტავ დარდებად და... ლოცვად ვბოჭავ! საპირწონეზე შემოდგა მთვარე, ძლივსღა აკავებს ცის მაყუჩები... ეს შემოდგომაც მიწას ნაფარი მტოვებს, რომ ჩემგან გასვლას გადურჩეს. ...ნეტავ ამ მიწას შევმატდი ბელტად, თუ დავაკლდები ყანად, ან ზვარად?! მადარდებს ერთი ყველაზე მეტად, ვაითუ, მიწას დავურჩე არრად! ... დაკვნიტა მუხლმა ფეხი ადგმული, სხვა ქალამნით რომ ვუფარე კოჭი... სულს მივუჩინე ხორცში ადგილი, ვფანტავ დარდებად და... ლოცვად ვბოჭავ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი