პირველი სიყვარული- მოდილიანი!
პირველი სიყვარული- მოდილიანი! იდგა აგვისტო-ცხელი ქარებით, კორკიმლებს ეცვათ ტანზე ალმური, ფიქრები შენთან მიუკარები- იყო , თითქოს და ... ოდენ, ქალური. უნთებდა მთვარე შვეულთა წყობას- მოპირდაპირე კედელს - ალებად... ოთახი სთვლემდა ჩემს მარტოობას, აბატონებდა - იდუმალებას! განა ვნებები შუახნის მდედრის?! თექვსმეტიოდე წლის გოგოს ფიქრში, გრძნობებს უწესა, ვინ, უფლებები, როცა სხეულში თავისით იშვი... რა,ასკდებოდა ტანზე აგვისტოს,- მეწამულ ფერად კარალიოკი... ვით იისფერი- წრფელ ამეთვისტოს- ქარი ლოშნიდა ველებს, ხრიოკებს... განა, ხორციელ, ვხედავდი თვალით, ანდა ველური იყო ზმანება?! მიყვარდა მზერა- მოდილიანის და მისი ნიჭის იდუმალება! აგვისტო დუღდა აქ მეთექვსმეტედ ჩემში და... ჩემგან აღქმულ ზმანებით... მიყვარდა იგი,იმაზე მეტად, ვით სისპეტაკე მიუკარები! იდგა აგვისტო-ცხელი ქარებით, კორკიმლებს ეცვათ ტანზე ალმური, ფიქრები შენთან მიუკარები- იყო, თითქოს და... ოდენ, ქალური. ...და მერამდენედ იშვა რამ გრძნობა, გინდ დამალული , გინდა ხმიანი... არსად წასულა ჩემი ბავშვობა და დღემდე მიყვარს- მოდილიანი! Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი